ნიგერია

ნიგერიაში სატვირთო მანქანის აფეთქებას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქში ნავთობგადამტანმა სატვირთო მანქანამ ავარია განიცადა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრისას ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობა შესაბამისი სამსახურების ადგილზე მისვლამდე ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. მსხვერპლის საბოლოო რაოდენობა ჯერჯერობით არაა ცნობილი.

BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად ნავთობგადამტანი სატვირთო მანქანისგან მხოლოდ მეტალის ნამსხვრევები დარჩა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული სახის ავტოავარიები ნიგერიის გზებზე, რომლებიც ტრანსპორტის გადაადგილებისთვის არაშესაფერის მდგომარეობაში იმყოფება, უკანასკნელ ხანებში გახშირდა. 

 

კომენტარები