NDI

ლუის ნავარო: საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკის მიმართ მრავალფეროვანი დამოკიდებულება აქვს

საქართველოში ამე­რი­კის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა. 

"როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს მოსახლეობას იმაზე უფრო ნიუანსური და დეტალური დამოკიდებულება აქვს პოლიტიკის მიმართ, ვიდრე პოლიტიკოსებს გააჩნიათ და მედიის საშუალებით შუქდება. მედია და პოლიტიკური პარტიები ყველაფერს უფრო შავ-თეთრ ფერებში უყურებენ, ხოლო საქართველოს მოსახლეობას ამ ყველაფრის მიმართ მრავალფეროვანი დამოკიდებულება აქვს"-განაცხადა ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

NDI-ს კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 4 ივ­ნი­სი­დან - 22 ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში, 6,299 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გე­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და.

კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

 

 

კომენტარები