საფრანგეთი

ფრანგულმა პოლიციამ ნიკოლა სარკოზის სახლი და ფირმა გაჩხრიკა

ფრანგულმა ფინანსურმა პოლიციამ საფრანგეთის ექს პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სახლი და მისი კუთვნილი ფირმა, - „არნო, კლოდი და კომპანიონები“ გაჩხრიკა, - წერს BBC. გამოძიებას აინტერესებს მიიღო თუ არა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა 2007 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფრანგი ქალის, ლილიან ბეტანკურისგან უკანონო ფულადი დახმარება. ბეტანკური კოსმეტიკური კომპანიის L'Oreal-ის მფლობელია. სარკოზის მისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

ექს პრეზიდენტის წინააღმდეგ საფრანგეთის პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე საქმე აღძრა. მათ შორისაა პაკისტანის ხელისუფლების იარაღით უკანონო მომარაგების ბრალდებაც, რაშიც გამოძიების ვერსიით სარკოზი მილიონობით ევროს იღებდა. სარკოზიმ უკვე უარყო ყველა ბრალდება.

 

კომენტარები