მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: არის მცდელობა ჩვენი ხალხის ხმები იყიდონ

ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვის მცდელობებზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს გარშემო ,,ხელის ფათური’’ მძაფრდება.

,,არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები. ეს არის სრული უპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტერიუმებით.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოესი 16-18 თვის განმავლობაში საქართველო ევროპასათან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. 

კომენტარები