სამიტი

მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, ვილფრედ მარტენსს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. საუბარი შიდა პოლიტიკურ ვითარებას და მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით, 28 ივნისს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემა ევროპული ღირებულებები და ის საერთო მისწრაფებებია, რომელიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.

 

კომენტარები