ჰოლანდიის სასამართლომ კომპანია Apple-ს კონკურენტი კორპორაციისთვის, Samsung Electronics - სთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
BBC - ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ Apple-ის მიერ Samsung - ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიიღო. კონკურენტმა კომპანიამ Samsung - ის კუთვნილი პატენტი დაარღვია, რომელიც მობილური ტელეფონებით ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინციდენტი პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ სასამართლო პროცესი წააგო. ავსტრალიაში მდებარე Apple -ის ოფისი არასწორად წარმოებული iPad 4G - ის რეკლამის გამო დააჯარიმეს. კორპორაციას ჯარიმა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო დაეკისრა.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს Apple-ს. გამოცემის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონკურენტი კომპანია Samsung - ს ზარალს იმის მიხედვით აუნაზღაურებს, თუ რა რაოდენობის გაყიდვებს მიაღწევს ჰოლადიაში ორი კორპორაცია.