Pussy Riot

Pussy Riot-ის წევრები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან

მოსკოვის სასამართლომ 24 ივლისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის სამ წევრს - ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩს და მარია ალიოხინას.

დღესვე, სასამართლო სხდომის პარალელურად გოგონების მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 15 დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ Pussy Riot-ის სამივე წევრი, პოლიციამ ჯერ კიდევ თებერვალში დააკავა. პანკ-ჯგუფ მა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო სიმღერა შეასრულა. Pussy Riot-ის წევრებს ბრალი ხულიგნობაში ედებათ და შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

კომენტარები