შსს

შსს-მ პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით ქართული ოცნების წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელის მოსყიდვის ბრალდებით, კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზაზა ჭელიძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გაავრცელა.

შოთა უტიაშვილის ცნობით, შსს-მ მიიღო ინფორმაცია კასპის რაიონის იგოეთის განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის ლაშა კურტანიძის მოსყიდვის შესახებ, კერძოდ კურტანიძეს დაევალა პოლიციელების ფარული ჩაწერა.

მას შემდეგ რაც ლაშა კურტანიძეს მტკიცებულებები წარდეგინა, მან დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც  შსს-ს ოპერატიულ ღონისძიებებში ჩაერთო და ზაზა ჭელიძის ჩაწერა მოახერხა, თუმცა შემდეგ ჯერზე ჭელიძე საქმის ვითარებასთან დაკავშირებით გააფრთხილა, თავად კი მიიმალა.

აღიარებით ჩვენებაში ლაშა კურტანიძე ყვება, რომ ზაზა ჭელიძისგან პოლიციელების თათბირების ჩაწერის დავალება მიიღო, რის სანაცვლოდაც 3 ათასი დოლარის ოდენობით თანხა გადაეცა. 

შოთა უტიაშვილის ცნობით, ზაზა ჭელიძე ამჟამად დაკავებულია, ხოლო ლაშა კურტანიძე იძებნება. 

კომენტარები