არჩევნები ეგვიპტეში

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ეგვიპტელები, რომელთაც პირველი თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი უნდა გამოავლინონ, საარჩევნო უბნებზე დილის 8 საათიდან მიდიან. არჩევნები 24 საათის მანძილზე გაგრძელდება. მასში ორი კანდიდატი მონაწილეობს: ისლამისტური მოძრაობის „ძმები მუსლიმების“ კანდიდატი მოჰამედ მურსი და აჰმედ შაფიკი, რომელიც მუბარაკის მთავრობის ბოლო პრემიერია, მანამდე კი ეგვიპტის საჰაერო ძალებს მეთაურობდა. პირველ ტურში შაფიკი კონკურენტთან 1%-ით დამარცხდა.

არჩევნები აქციის ფონზე ტარდება. მღელვარება 15 ივნისს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებამ გამოიწვია. უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა  შაფიკისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას. ამასთან, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ძმები მუსლიმების მხარდამჭერები შიშობენ, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას სამხედროები ცდილობენ.

არჩევნების პროცესს 53 ორგანიზაცია აკვირდება. ხელისუფლების გადაცემის პროცესის დემოკრატიულად წარმართვისკენ ეგვიპტელებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც მოუწოდა.

მუბარაქის შემდეგ ეგვიპტეს სამხედრო საბჭო მეთაურობს. სამხედრო საბჭოს განცხადებით, ისინი გამარჯვებულს მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ. კონსტიტუციაში შესული შესწორებით, პრეზიდენტის უფლებამოსლება იზრდება და მას გადაწყვეტილების პარლამენტის გარეშე მიღება შეუძლია.

 

 

კომენტარები