არჩევნები ეგვიპტეში

ეგვიპტეში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ტელედებატები გაიმართა

ეგვიპტეში ქვეყნის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ტელედებატები გაიმართა.

ნაციონალური ტელევიზიის ეთერით ერთმანეთს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამრ მუსა და არაბული მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ ყოფილი წარმომადგენელი აბდელ მონეიმ აბულ ფოტუხი დაუპირისპირდნენ.

დებატების ფარგლებში, კანდიდადებმა ქვეყნის უსაფრთხოების, იურისპრუდენციისა და ეკონომიკის საკითხების შესახებ იმსჯელეს.

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23–24 მაისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პირველივე ეტაპზე გამარჯვებული არ გამოიკვეთება, ხმის მიცემის მეორე ტური 16–17 ივნისს ორ მთავარ კანდიდატს შორის შედგება.

არჩევნებში მონაწილეობას 13 კანდიდატი იღებს.

კომენტარები