აშშ-რუსეთი

აშშ რუსი ოპოზიციონერების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერების დაკავებებისა და მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლემა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების დაკითხვაზე დაბარება დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე ორი საათით ადრე, მიზნად ისახავს იმას, რომ მათ ”მილიონიან მარშში” მონაწილეობა ვერ მიიღონ.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში ტომას მელია მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის ხელისუფლებასთან ოპოზიციის ლიდერების დაკავებისა და მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკვის საკითხის დაყენებას აპირებს.

გუშინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ალექსეი ნავალნის, სერგეი უდალცოვის, ილია იაშინის და ქსენია სობჩაკის ბინები გაჩხრიკეს. ყველა მათგანი დღეს დაკითხვაზეა დაბერებული.

რუსი ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,მილიონიანი მარში’’ მოსკოვის ცენტრში ცოტა ხნის წინ დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ”მემარცხენეთა ფრონტის” ლიდერი სერგეი უდალცოვი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. რუსი ოპოზიციონერი საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

 

კომენტარები