პროკურატურა

ქუთაისში მშენებლობაზე მომხდარი შემთხვევის გამო დავით ქავთარაძე დააკავეს

 

პროკურატურის ცნობით, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიებისას დადგინდა, რომ მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, სამშენებლო კომპანიის საქმისმწარმოებელმა დავით ქავთარაძემ არ უზრუნველყო უსაფრთხოების წესების დაცვა. ამის გამო 2012 წლის 7 ივნისს ჩამონგრეული სამშენებლო ხარაჩოს ქვეშ მოჰყვა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი რეზო ნებიერიძე. ქავთარაძე უკვე დაკავებულია.

იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი დანაშაულისთვის, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

კომენტარები