არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სირიაში ქალაქ ხულას დაბომბვასთან დაკავშირებთ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ქუვეიტის საგარეო უწყებამ განაცხადა.
პარასკევს ღამით, სირიის ოპოზიციის ცნობით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ხულას მასირებული ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 90-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„ისინი, ვინც ეს მხეცობა ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებენ, რათა გააძლიერონ ზეწოლა ბაშარ ასადსა და მის გარემოცვაზე. მის ძალაუფლებას, რომელიც მკვლელბებსა და შიშზეა დამყარებული, ბოლო უნდა მოეღოს“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მისი თქმით, არტილერიისა და ავიცაციის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანის მსხვერპლი გაერო-ს დამკვირვებლებმა დაადასტურეს.
დამასკოს ქმედებები გაეროს საგანგებო დესპანმა კოფი ანანმაც დაგმო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი „სირიის მეგობარი ქვეყნების“ ჯგუფის საგანგებო შეკრება მოითხოვა.





