ავღანეთი

ოლანდი: აუცილებელია, ავღანეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს

პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ავღანეთში თავისი პირველი ვიზიტისას დაადასტურა მის მიერ ცოტა ხნის გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალები მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებენ ნატოს მისიას ავღანეთში.

ოლანდმა ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა ავღანეთის პრეზიდენტ ხამიდ კარზაისთან. იგი აგრეთვე, კაპისას სამხედრო ბაზაზე შეხვდა ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს. საფრანგეთის პირველი პირის განცხადებით, დაახლოებით 2000-მდე ჯარისკაცი ავღანეთს 2012 წლის ბოლომდე დატოვებს, ნატოს ოფიციალური პარიზის მოკავშირეებისა და ავღანეთის მთავრობის მეთვალყურეობით.

ნიკოლა სარკოზის მიერ დათქმულ ვადამდე ერთი წლით საფრანგეთის სამხედრო ძალების ავღანეთიდან გამოყვანის წინადადებას ოლანდმა ფრანგი ხალხის ”დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უწოდა.” მან აგრეთვე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომავალშიც გაუწევს ავღანეთს სხვადასხვა სფეროებში დახმარებას, კერძოდ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებში. ოლანდმა განმარტა, რომ აუცილებელია, მსოფლიო ავღანეთს დაეხმაროს ”თვითმყოფად სახელმწიფოდ” ჩამოყალიბებაში.

 

კომენტარები