სამედიცინო დაზღვევა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები სამედიცინო დაზღვევას მიიღებენ

პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დააზღვევს. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშილმა განაცხადა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სამედიცინო დაზღვევა ითვალისწინებს სასწრაფო დახმარების გაწევას, ექიმთან კონსულტაციებსა და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას. დაზღვევაში ასევე შედის  ონკოლოგიურ თუ სხვა დაავადებათა გამოკვლევები, ქირურგიული ოპერაციები და მედიკამენტები.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ დროისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის 8 ათას 645 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დარეგისტრირებული და ისინი ყოველთვურად პენსიის სახით, 70 ლარს იღებენ.

2012 წლის შემოდგომიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა, სახელმწიფოს სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებს 600 ათასსზე მეტი  პენსიონერი, 5 წლის ჩათვლით ასაკის 300 ათასსზე მეტი ბავშვი და 100 ათასამდე სტუდენტი. 

კომენტარები