აუქციონი

რონალდ რეიგანის სისხლი აუქციონზე გაიტანეს

ბრიტანულმა ონლაინ აუქციონის ვებგვერდმა  PFC Auctions  გასაყიდად სინჯარა გამოიტანა, რომელშიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სისხლია მოთავსებული.

ამ დროისათვის რეიგანის სისხლის ფასმა 14 ათას დოლარს გადააჭარბა. სინჯარასთან ერთად გაიყიდება რონალდ რეიგანის სახელზე გაფორმებული სამედიცინო ფორმაც, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზების პასუხებით.

როგორც PFC Auctions-ის წარმომადგენლები აცხადებენ, გასაყიდი სისხლი რონალდ რეიგანზე 1981 წელს გახორციელებული თავდასხმის დროინდელია და იმ საავადმყოფოს ლაბორატორიის თანამშრომლის კუთვნილებაა, სადაც დაჭრილი პრეზიდენტი იყო მოთავსებული. 

კომენტარები