რელიგია

კომპანია Benetton ვატიკანს ბოდიშს უხდის

კომპანია Benetton-მა განაცხადა, რომ მისი კამპანიის ფარგლებში - "UNHATE" („არა სიძულვილს!“) სადაც ბილბორდებსა და პოსტერებზე ფოტომონტაჟის საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ერთმანეთს კოცნიდა, პაპი ბენედიქტესა და ეგვიპტელი იმამის კოცნის გამო, ბოდიშს იხდის.

Benetton მწუხარებას გამოთქვას, რომ „ფოტოს გამოყენებამ შეურაცხყო მისი უწმინდესობა ბენედიქტე მეტექვსმეტე და მორწმუნეები“ ასევე ირწმუნება, რომ მოხსნის ყველა ფოტოგრაფიას პაპის პერსონის გამოსახულებით.

 გასული წლის 16 ნოემბერს, რომში, წმინდა ანგელოზის კოშკთან, ვატიკანთან ახლოს, გამოჩნდა კომპანია Benetton-ის სარეკლამო პოსტერი, სადაც პაპი ბენედიქტე და ეგვიპტელი იმამი ერთმანეთს სიყვარულს უჩვეულო ფორმით უცვლიდნენ. მომხდარმა ვატიკანის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

 

 

კომენტარები