კვლევა

ტურიზმის განვითარება - მსოფლიო პრიორიტეტი

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოს მთავრობებმა ტურიზმის განვითარებისთვის მეტი უნდა იმუშაონ, რადგან ორგანიზაციის უახლესი კვლევის მიხედვით, ტურიზმი ის სფერო აღმოჩნდა, სადაც კრიზისის პირობებშიც კი ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდა.
კვლევის მიხედვით, 2011 წელს საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 3,8%-ით გაიზარდა. ამ სფეროში მოზიდულმა ინვესტიციებმა კი ისტორიაში პირველად ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ტურისტული ბიზნესიდან ყველაზე მეტი შემოსავალი აშშ-მ მიიღო. მას მოსდევს ევროპა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი და აფრიკა. კვლევის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ტურისტული ბიზნესი შემცირდა.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია მსოფლიოს მთავრობებს სამართლიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას და ვიზების მიღების პროცედურების გამარტივებას ურჩევს.

კომენტარები