მხატვრობა

მარკ როტკოს ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მარკ როტკოს ნახატი „ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი“ ნიუ–იორკში Christie's აუქციონზე რეკორდულ ფასად – 86,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ამერიკელი მხატვრის მიერ 1961 წელს შექმნილი ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნაწარმოებია.

აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, „ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი“ როტკოს შემოქმედების გამორჩეული ნაწილია, რომელზეც ნათლადაა წარმოდგენილი აბსტრაქტული ხელოვნების მთავარი აზრი.

მარკ როტკოს ფერწერა ძირითადად აბსტრაქტული ნახატებით ხასიათდება, რომლებზეც რამდენიმე ფერში გადაწყვეტილი ხაზებია ასახული.

კომენტარები