ქართული ოცნება

ალასანია: ზუგდიდში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა პროვოკაციაა

კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ, დღეს სამეგრელოში აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით ზუგდიდის საოლქო პროკურატურის წინ ნაპოვნი ასაფეთქებელი ნივთიერება საჯარო მოხელეების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო.

,,საჯარო მოხელეების მიერ ჯერ დადებული და შემდეგ გაუვნებელყოფილი ბომბი ვერავის შეაშინებს’’ -განაცხადა ალასანიამ ზუგდიდის კულტურის სახლში სიტყვით გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, იმისთვის, რომ ნაღმის აღმოჩენასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების მიუხედავად, შეხვედრას დაესწრნენ.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები სამეგრელოში დღეს ჩავიდნენ და ადგილობრივ აქტივისტებთან შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლში გამართეს. როგორც ცნობილი გახდა, დღეიდან ირაკლი ალასანია საარჩევნო კამპანიას სამეგრელოდან გააგრძელებს. 

ასაფეთქებელი მოწყობილობა დღეს დილით ზუგდიდის საოლქო პროკურატურის წინ აღმოაჩინეს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

კომენტარები