დღეს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში საარქივო ჟურნალისტიკის გამოცდა ჩაიშალა. საგამოცდო ცენტრში დანიშნული გამოცდა სტუდენტთა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
სტუდენტების თქმით, მათ უხარისხოდ დაბეჭდილი საგამოცდო მასალა დაურიგდათ. ერთ-ერთი სტუდენტის ნანა რევიას განცხადებით, მათთვის გამოცდაზე შეტანილი სამი დოკუმენტიდან ორი რუსულენოვანი იყო, რაც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, რევაზ ჯორბენაძე აცხადებს, რომ სტუდენტები რუსული ვერსიის მასალებისთვის მომზადებულები იყვნენ, ,,რუსული ვერსიის მასალები მათ გავლილი ჰქონდათ და არ იყო საუბარი იმაზე, რომ სტუდენტები ვერ შეძლებდნენ დოკუმენტების გაგებას.’’განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ და დასძინა,რომ გამოცდის ჩაშლა მხოლოდ უხარისხოდ დაბეჭდილმა მასალებმა გამოიწვია.
განმეორებითი გამოცდა სტუდენტებს შემდეგ კვირაში ჩაუტარდებათ.




