დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, იური ლიანკემ განაცხადა, რომ მოლდოვას ელჩი რუსეთში ანდრეი ნეგუცა თანამდებობას ტოვებს.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთანაა კავშირში. ნეგუცა ამბობს, რომ რუსეთის ჯარების გაყვანა დნესტრისპირეთის რეგიონიდან მოლდოვას და ზოგადად, რეგიონს საფრთხეს შეუქმნის. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხაი გოდიამ ნეგუცას სასწრაფოდ გაწვევა მოითხოვა, რადგან ასეთი განცხადებები მოლდოვას დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ‘ელჩებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ უცხოეთში დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას ისინი თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ.’




