განათლება

საპროტესტო აქცია გამართეს ახალგაზრდებმა,რომლებსაც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ

ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია გამართეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც სწავლების საფასურის გადაუხდელობის მიზეზით სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურო ფონის გათვალისწინებით სწავლების საფასური ”შეუსაბამოდ მაღალია” და ამ საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი ათასობით მათ თანატოლს აქვს შეჩერებული.

აქციის მონაწილეებმა განათლების და მეცნიერების მინისტრთან, ასევე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს დათან განაცხადეს, რომ საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებენ.

გავრცელებული ცნობებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს საღამოს აპირებს შეხვედრას ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებთან. ამის შესახებ სააგენტო ”პირველს” სამინისტროში აცნობეს.

 

კომენტარები