რელიგია

ბიზნესმენმა ეკლესიას 1.7 მილიარდის აქციები უანდერძა

იტალიელმა ბიზნესმენმა მიქელანჯელო მანინიმ ბოლონიის არქიდიოცეზს (ეპარქიას) სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი ქონება უანდერძა. ცოტა ხნის წინ, ორმოცდაათი წლის ასაკში გარდაცვლილი მანინის უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები და ასევე 1.7 მილიარდი ევროს ღირებულების აქციათა საკონტროლო პაკეტი, ამიერიდან რომის კათოლიკე ეკლესიის ეპარქიის განკარგულებაშია.

მანინის კომპანია FAAC ავტომატურ კარებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს აწარმოებდა. არქიდიოცეზის ადვოკატმა, ანდრეა მოსკეტიმ უკვე მიიღო მონაწილეობა აქციონერთა კრებაში. ეკლესიამ უარი თქვა აქციათა 34%-ის მფლობელთა შეთავაზებაზე, მათთვის საკონტროლო პაკეტის მიეყიდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ: ”ჩვენ გავაგრძელებთ შემომწირველის საქმეს კომპანიისა და თანამშრომლების ინტერესების შესაბამისად. თუ გავითვალისწინებთ ახალი მფლობელის ბუნებას ჩვენი მიზანი იქნება ძლიერ მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული კომპანიის შექმნა”

კათოლიკე ეკლესიამ განაცხადა, რომ ახალი საკუთრებიდან მიღებული მოგება დაიხარჯება კაცობრიობის უმთავრესი მოთხოვნების მსახურებისა და სახარებისეული გულმოწყალების აღსრულებისთვის.

 

კომენტარები