ტექნოლოგიები

ნოკია ფინანსურად დაზარალდა

მობილური ტელეფონების  კომპანია ნოკია 929 მილიონი ევროს ზარალის შესახებ იტყობინება. ეს 2012 წლის პირველი სამი თვის მონაცემებია.

შედარებისთვის, 2011 წლის ამავე პერიოდში კომპანიის მოგებამ 344 მილიონი ევრო შეადგინა.

ფინური კომპანიის განმარტებით, გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი ინდუსტრიის შიგნით არსებულმა კონკურენციამ გამოიწვია. ძირითადად ეს ეხება ინდოეთს, შუა აღმოსავლეთს, აფრიკასა და ჩინეთს. ნოკიას ვინოუს-სმარტფონებს კონკურენციის გაწევა Apple-ის და Samsung-ის იმავე სახის პროდუქცასთან მოუწია.

მოსალოდნელი დანაკარგების შესახებ ნოკიამ გაფრთხილება 11 აპრილს გაავრცელა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ციფრებმა მოლოდინს გადააჭარბა.

ნოკიას აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ელოპმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ახალი სტრატეგია უფრო სწრაფად დაენერგა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გაყიდვების ჯგუფის რეკონსტრუქცია და კოლინ გაილსი, გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ივნისის ბოლოს კომპანიას დატოვებს.

 

კომენტარები