კავკასიის უნივერსიტეტში ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ის ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზე, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორისათვის.
”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრის ”პრეზეტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქრთველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზა ლამბერტი დაესწრნენ.




