ლიტერატურა

ტოლკინისა და დიკენსის შთამომავლები საბავშვო წიგნებზე მუშაობენ

ჯონ ტოლკინის შვილიშვილი და ჩარლზ დიკენსის შთამომავალი ორ ახალ საბავშვო წიგნზე მუშაობენ. დიდი მწერლების შთამომავლები ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების შესაქმნელად გაერთიანდნენ.

მაიკლ ტოლკინის ნამუშევარი იმ მოთხრობებზე იქნება დაფუძნებული, რომლებსაც მას ბაბუა ბავშვობაში უკითხავდა. ხოლო ჟერალდ დიკენსი ამ წიგნების აუდიოვერსიას შექმნის.

დიკენსისა და ტოლკინის განცხადებით, წიგნი „Wish“ 1923 წელს გამოცემული მოთხრობის „The Rose-Coloured Wish“ - ის გავლენით დაიწერება. მოთხრობაში აღწერილია ორი ბავშვის ამბავი, რომლებიც ბოროტი ჯადოქრის სურვილების ჯოხს თავიანთი სახლის გადასარჩენად გამოიყენებენ.

ტოკლინმა გადაწყვიტა პატივი მიეგო დავიწყებული ზღაპრისათვის და იგი თანამედროვე ბავშვებისათვის ახალი სახით წარედგინა.

მეორე წიგნი „Rainbow“ 1910 წელს გამოცემულ მოთხრობას „The Other Side of the Rainbow“ - ს ეფუძნება.

ნაწარმოებების გამოცემას წლის ბოლოსათვის აპირებენ.

 

კომენტარები