ანჯელინა ჯოლი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი გახდა. ამის შესახებ გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადრიან ედვარდსმა განაცხადა. ახალ ამპლუაში მას მოუწევს კონცენტრირება სამუშაოზე, რომელიც უკავშირდება ფართომასშტაბიან კრიზისებს და ამ კრზისების შედეგად ლტოვილობის პრობლემის წარმოქმნას, - აღნიშნა ედვარდსმა. მისი თქმით, ჰოლივუდის მსახიობი გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი იქნება და დაეხმარება ადამიანებს, რომელებიც ლტოლვილებად იქცნენ .
აქამდე, ჯოლი 10 წლის მანძილზე იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი. სამსახიობო კარიერის პარალელურად ის აქტივობებით გამოირჩევა მსოფლიოში ქალების და ბავშვების უფლებების დასაცავად, ის ხშირად სტუმრობს მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებს.





