სოხუმი

თავი მოიკლა ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა

გავრცელებული ცნობებით, აფხაზეთში თავი მოიკლა  ანქვაბზე თავდასახმის ორგანიზებაში კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა. სააგენტო „რია ნოვისტის“ ცნობით,  სოხუმის იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო თემურ ხუტაბამ. ის ფიგურირებდა სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის წინააღმდეგ გნხორციელებული ტერორისტული აქტის საქმეში." რია ნოვისტი" დე ფაქტო სამართალდამცველებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამშაბათს, დაკავების მომენტში თავის მოკვლა სცადა მურმან საკანიამაც, ისიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ანქვაბზე თავდასხმაში.

გუშინვე, გაგრაში სპეცოპერაციის დროს თავი მოიკლა ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა კჩაჩმა, რომელიც ასევე იყო ეჭვმიტანილი ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში.

კომენტარები