სოხუმი

მორიგი თავდასხმა ალექსანდრ ანქვაბზე

დღეს დილით,  განხორციელდა თავდასხმა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურზე ალექსანდრ ანქვაბზე.

 სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, ანქვაბის პირად ავტომობილს და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად გზაზე ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, ასევე გახსენს ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან. ალექსანდ ანქვაბი არ დაშავებულა, დაიჭრა მისი დაცვის 2 წევრი, რომელთაგანაც ერთი, რამზიკ ცუგბა გარდაიცვალა. ანქვაბის დაცვის მეორე წევრის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები