ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ქალაქის სატრანსპორტო კომიტეტის გადაწყვეტილება დაადასტურა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქრისტიანულ ორგანიზაციას სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამების განთავსება აეკრძალა, რომელზეც დატანილი იყო მესიჯი - „გათავისუფლება ჰომოსექსუალობისაგან.“
მერის განცხადებით, მსგავსი რეკლამების სერია სექსუალური უმცირესობებისათვის შეურაცხმყოფელი იქნება, და იმ მოსაზრებას დანერგავს, რომ „ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.“
რელიგიური ორგანიზაცია - „უმთავრესი კითხვების ფონდის“ ხელმძღვანელობას სურდა „უნიკალური თერაპიული ეფექტის მქონე აფიშები გეებისთვის“ ქალაქის ავტობუსებზე ორი კვირის განმავლობაში გაეკრა.
ლონდონის სატრანსპორტო კომიტეტის გადაწყვეტილება ფონდმა მთავრობის მხრიდან ცენზურად აღიქვა.




