საგარეო საქმეთა სამინისტრო

დასაზუსტებელია, რამდენად ემუქრება საფრთხე რუსეთში ქართველი მოღვაწეების საფლავებს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს შვეიცარიის მეშვეობით თხოვნით მიმართავს, რათა დააზუსტოს რამდენად ემუქრება საფრთხე დაბა ვსესვიატსკოეში ქართველი მოღვაწეების საფლავებს. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხარე შეეცდება, სრული ინფორმაცია მოიპოვოს იმის შესახებ თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ტერიტორიაზე სადაც საფლავები მდებარეობს, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მშენებლობის დადასტურდა, საქართველო რუსეთის მხარეს მშენებლობების შეჩერებას სთხოვს, შემდგომ ზომად კი დარჩენა გადმოსვენების საკითხის დასმა.

გავრცელებული ცნობებით, დაბა ვსესვიატსკოეში, დარეჯან დედოფლის მიერ აგებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწეები არიან დაკრძალულები,  უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს.

 

კომენტარები