ბათუმი

საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონის აფეთქების გამო ადამიანები დაშავდნენ

დღეს დილით ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზის ბალონის აფეთქების გამო, რამდენიმე  ადამიანი დაშავდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით  ბინაში სადაც აფეთქება მოხდა 2 პირი იმყოფებიდა, მათ გარდა დაშავდნენ მეზობელ ბინებშიც. დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საცხოვრებელი ბინა სადაც აფეთქება მოხდა მთლიანად განადგურებულია, აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია მეზობელ კორპუსებშიც. დაზიანდა ქუჩაში მდგომი რამდენიმე ავტომანქანაც.

 

კომენტარები