ნიდერლანდები

საგარეო უწყების თანამშრომელი რუსეთის ჯაშუშებთან კავშირშია ეჭვმიტანილი

ნიდერლანდების პოლიციამ 24 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს 60 წლის თანამშრომელი დააკავა ის, ეჭვმიტანილია ქრთამის აღებასა და საიდუმლო ინფორმაციის რუსი ჯაშუშებისთვის გადაცემაში.

ქვეყნის პროკურატურის ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით რუსეთის აგენტს 14 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

De Telegraaf - ის ცნობით, დაკავებული რაიმონდ პუტერაი ნიდერლანდების ვიცე- კონსულად მუშაონდა ჰონგკონგში, ხოლო 2008 წლიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰააგაში.

 შვიდი წლის განმავლობაში, პუტერაი კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა ანდრეას და ჰაიდურ ანშლაგებს - ავსტრიელ წყვილს, რომლებიც 2011 წლის ოქტომბერში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

 

კომენტარები