რუსეთი

ავიაკატასტროფა ტიუმენის ოლქში

რუსეთში, ტიუმენის ოლქში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა ATR-72-მა, რომელიც ავიაკომპანია UTair-ს ეკუთვნოდა და ასრულებდა რეისს ტიუმენი-სურგუტის მიმართულებით.

 გავრცელებული ცნობებით, თვითმფინავმა კატასტროფა აფრების დროს განიცადა და დაცემისას ორ ნაწილად დაიშალა. თვითმფრინავში მყოფი 43 ადამიანიდან 11 გადარჩა, ისინი ტიუმენის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 სააგენტო იტარ-ტასი იუწყება რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე-, საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობის წესების დარღვევის მუხლით.  კატასტროფის  ადგილზე სამუშაოები დაიწყო სამძებრო ოპერატიულმა ჯგუფმა.

 

კომენტარები