პოპმუსიკა

მადონამ შესაძლოა ელვის პრესლის რეკორდი მოხსნას

მადონას ახალი ალბომი „MDNA“, რომლის 39,000 ეგზემპლარი ამჟამად უკვე გაყიდულია, აშშ-ს მასშტაბით ჩარტებში პირველ ადგილზეა. იმ შემთხვევაში, თუ ალბომი ასეთივე წარმატებით ინგლისშიც გაიყიდება, მადონა ელვის პრესლის მიერ დამყარებულ რეკორდს მოხსნის, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომების მქონე მომღერალი. მუსიკალურ სამყაროში ვარაუდობენ, რომ მადონა მალე Beatles-ის რეკორდსაც მოხსნის, რომელიც 15 ნომერ პირველი ალბომის მფლობელია. პოპის დედოფლად აღიარებული შემსრულებელის ნამუშევრებიდან ამჯერად 12-ს აქვს ნომერ პირველი ალბომის წოდება.

კრიტიკოსებმა მადონას ახალი ალბომი დადებითად შეაფასეს. მათი განცხადებით, მადონამ თავისი ახალი ნამუშევრით ახალგაზრდა შემსრულებლებს დაუმტკიცა, რომ მას მუსიკალურ სამყაროზე კვლავ დიდი გავლენა აქვს.

 

კომენტარები