პოპმუსიკა

უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მისი ცხედარი ლოს-ანჯელესში ,სასტუმრო Beverly Hilton -ში იპოვეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ჰიუსტონის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

 უიტნი ჰიუსტონი მიიჩნეოდა კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოპშემსრულებლად. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 170 მილიონზე მეტი ალბომი.

 

კომენტარები