ესპანეთი

საყოველთაო გაფიცვის მიმდინარეობისას 50 -ზე მეტი პირი დააკავეს

არეულობა მოჰყვა ესპანეთში 24 საათიან საყოველთაო გაფიცვას. გავრცელებული ცნობებით, გაფიცვის მიმდინარეობისას მომხდარი დაპირისპირებისას დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, დაკავებული 50 -ზე მეტი პირი. გაფიცვაში მონაწილეებმა მოაწყვეს პიკეტები. ქვეყანაში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადადებულია ავიარეისები. პროფკავშირების ცნობით, ესპანეთში გაიფიცნენ სხვა და სხვა ქარხნების, სურსათის წარმოებისა და სამშენებლო ობიექტების თანამშრომლები. ისინი აპროტესტებენ რეფორმებს შრომით ბაზარზე, რომლითაც დასაქმებულთა გათავისუფლებას გაიოლდა. მთავრობა აცხადებს, რომ მკაცრი კურსიდან არ გადაუხვევს.

 

კომენტარები