პარლამენტი

ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ელჩად ბრუნდება

პარლამენტმა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცა. პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო 2006 წლიდან, ვიდრე 2009 -ში საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა.  ყოფილი ელჩი ეკონომიკის სამინისტროს  ერთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში, მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” ხელმძღვანელი იყო. ამჯერად, პოლოლიკაშვილმა ესპანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ ნათბილაძე შეცვალა.

კომენტარები