თსუ

კონფერენცია: პოლონეთი -საქართველო, პარტნიორობის 20 წელი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია - "პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი". მასზე ისაუბრეს პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე. პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ურშულა დოროშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან დაამყარა საუკეთესო ურთიერთობები . ელჩის თქმით, ბოლო პერიოდში თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, თსუ-ში ისწავლება პოლონეთის ისტორია, ენა და კულტურა,  სულ უფრო მეტი სტუდენტი მიდის საქართველოდან პოლონეთში სასწავლებლად.

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრის ორგანიზებით შედგა . 

სამოცდაათწლიანი საბჭოთა ოკუპაციისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წლის 28 აპრილს, საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. 1997 წელს თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. 2005 წლიდან ვარშავაში ფუნქციონირებს საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში. საქართველოსა და პოლონეთს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.  პოლონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

 

კომენტარები