აუქციონი

ენდი უორჰოლის ტილო ელვის პრესლის გამოსახულებით სოთბის აუქციონზე

ხელოვან ენდი უორჰოლის ტილოს, რომელზეც ელვის პრესლია გამოსახული, მაისში ნიუ-იორკში სოთბის აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, ტილოს ღირებულებამ შესაძლოა 50 მილიონი დოლარი შეადგინოს. ტილო, რომელზეც ელვის პრესლი ”ორმაგი სახით” და სრული ზომით არის გამოსახული, ერთ-ერთია იმ 22 ნახატთაგან, რომლებიც უორჰოლმა მომღერალს მიუძღვნა. ტილოს აუქციონამდე ლონდონის, ლოს-ანჯელესისა და ჰონგ-კონგის მუზეუმებში განათავსებენ.

კოლექციიდან 8 სურათის საერთო ღირებულებამ 2008 წლის აუქციონზე 100 მილიონი დოლარი შეადგინა. უორჰოლის 9 ნამუშევარი კი სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.

 

კომენტარები