შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ კონტროლის პალატიდან სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველობეში გადაიგზავნა მასალები, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში განმარტების მისაცემად დაბარებული პირების გამოუცხადებლობისა და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ. ”აღნიშნული მასალების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართულის კოდექსის 3482-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პირების დაკითხვა მოწმის სახით.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
tbl.ge/rt
დაკოპირდა




