თსუ

თვითმმართველობის წევრებს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებს,  რომ  მკაცრ ზომებს  მიიღებს იმ სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებმაც  გუშინდელი ძალადობის ფაქტის გამო პოლიციისგან  გაფრთხილება მიიღეს.  ”ეს შეიძლება იყოს სტუდენტის სტატუსის შეჩერება, ან სხვა ზომა.”- უთხრა უნივერსიტეტის რექტორმა ტაბულას. მან კიდევ ერთხელ დაგმო  უნივერსიტეტის ეზოში გუშინ მომხდარი ინციდენტი, სადაც 2 სტუდენტს სცემეს.  მათი  თქმით, ფიზიკურად სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. ალექსანდრე კვიტაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო ეს ფაქტი. ” ეს არის მიუღებელი, დასაგმობი და არ ვაპირებ ამასთან შეგუებას.”- განაცხადა მან ტაბულასთან საუბრისას.

პოლიცია გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდების  გაფრთხილებით შემოიფარგლა.  პოლიციამ მათ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და გააფრთხილა, რომ მსგავსის განმეორების შემთხვევაში,  მიმართავს კანონით გათვალისწინებულ  მკაცრ ზომებს. ტაბულა არკვევს  კონკრეტულად ვინ მიიღო ეს გაფრთხილება.

 

 

 

კომენტარები