Pussy Riot

Pussy Riot-ის მხარდასაჭერად პეტიცია ვრცელდება

სკანდალური პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის გათავისუფლების მოთხოვნით, პეტიცია გავრცელდა, სადაც ხელმომწერები რუსეთის ფედერაციისგან ორი დაკავებული გოგონას გათავისუფლებას ითხოვენ. პეტიციის ტექსტს ქართულ ენაზე უცვლელად გთავაზობს:

 ”2012 წლის 3 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლებამ ფემინისტური პანკ–როკ ჯგუფის Pussy Riot-ის ოთხი წევრი დააკავა. მათ ბრალი „ხულიგნობასა“ და „რელიგიური შეუწყნარებლობის“ გაღვივებაში ედებათ, რაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Pussy Riot–მა პუტინის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართპ როტესტის ნიშნად სიმღერა „პანკ-ვედრება“ 21 თებერვალს მოსკოვის საკათედრო ტაძარში შეასრულა. 

Pussy Riot–მა აქამდე პუტინის წინააღმდეგ არაერთი აქცია გამართა. მათ შორის კონცერტი წითელ მოედანზე, სადაც ისინია რჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. მაშინ, რუსეთის ხელისუფლებამ ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად მალევე გაათავისუფლა. მუსიკოსების განცხადებით "ეს საქმე პოლიტიკური შეკვეთაა. რეჟიმს სურს ჩვენგან ისეთივე პოლიტპატიმრები შექმნას, რომელთა გათავისუფლებასაც ჩვენი აქციებით ვითხოვდით“.

ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელოვანთა პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო დავითხოვთ დაკავებული მუსიკოსების გათავისუფლებას.

 http://www.change.org/petitions/government-of-russian-federation-release-members-of-punk-group-pussy-riot-from-prison

კომენტარები