სახალხო დამცველი

რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაამტკიცოს საქმიანობათა ნუსხა, სადაც მაღალია შიდსით დაავადებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების რისკი.

”აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია  შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე  უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი.  რისკის შემცველ საქმიანობათა ნუსხას ამავე კანონის  მიხედვით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 „დღეისათვის, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის იდენტიფიცირებული ასეთ საქმიანობათა ნუსხა, რაც იწვევს „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვის არ არსებობას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნისას ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმის შემთხვევაში. შესაბამისად, კანონის მე–10 მუხლი არ არის ქმედითი.ამავდროულად, ამ ნუსხის არარსებობა არღვევს კანონის მე–12 მუხლსაც, ვინაიდან კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები,“– აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

 

კომენტარები