გამოფენა

„სხვა 8 მარტი“

ქალთა ფონდი საქართველოში, დღეს, 8 მარტს, 18:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის სახლში აწყობს ქართველი ხელოვანი ქალბატონების ნამუშევრების გამოფენას და დისკუსიას, სახელწოდებით „სხვა 8 მარტი“.

პროექტის სახელწოდება გამოხატავს პროტესტს ამ დღესასწაულის საბჭოთა პერიოდში შეძენილი კონტექსტის მიმართ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო ნამუშევრები, ნახატები, მინანქარი, ინსტალაციები, მოეწყობა პერფორმანსი გენდერული თანასწორობის თემაზე.

„სხვა 8 მარტის“ მიზანია ეს თარიღი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ყვავილების ჩუქების რიტუალით. ამ დღეს ქალთა პრობლემებზე მსჯელობა და საზოგადოებისთვის მათი არსებობის შეხსენება უნდა ხდებოდეს.

 გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ:

სალომე რიგვავა, სოფო ჩერქეზიშვილი, თამარ მაღლაფერიძე –დადეშქელიანი, ელენე რაქვიაშვილი ,მარი ნაკანი–მამასახლისი, ნათელა გრიგალაშვილი, ლულუ გამყრელიძე, ნინო სეხნიაშვილი, ია ბახტაძე, თათა ცაციაშვილი; ანუკ ბელუგა, ნატა ლაზარაშვილი, ეკა მახათაძე, სალომე კოშხაძე,

გამოდენა 11 მართამდე გაგრძელდება.

მისამართი: თავისუფლების მოედანი 1

 

კომენტარები