აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიწვევით ტუნისში მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, ტუნისის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გატარებული რეფორმების გამოცდილება გაუზიარა. ბარამიძე აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფება პროგრამის ფარგლებში , რომელსაც „ამომავალი ვარსკვლავი“ ჰქვია. პროგრამაში მონაწილეებს მან გააცნო საქართველოში სხვა და სხვა სფეროში მიმდინარე რეფორმები და მათი განხორციელების მეთოდებზეც.