ქართული ფეხბურთი

U19: ნაკრები კორღალიძეს ჩააბარეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე დაინიშნა. მან თბილისის დინამოს თავკაცის გიორგი დევდარიანის ადგილი დაიკავა, რომელმაც მცირე ხნის წინ საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.
53 წლის ოთარ კორღალიძე ბოლოს რუსთავის ოლიმპში მოღვაწეობდა, 2002-2003 წლებში კი ერთხელ უკვე წვრთნიდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2003-ის ელიტ-რაუნდში იასპარეზა.
ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით ქართველი 19-წლამდელები ევრო 2012-ის ელიტ-რაუნდში 25-30 მაისს ხორვატიაში იასპარეზებენ: 25 მაისს ბოსნია-ჰერცეგოვინას გაეჯიბრებიან, 27 მაისს მასპინძლებს შეხვდებიან, ხოლო 30 მაისს ავსტრიელებთან მატჩით დაასრულებენ ტურნირს.

კომენტარები