არჩევნები რუსეთში

რუსეთის მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ

რუსეთის  პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის გარდა კენჭს იყრიან: გენადი ზიუგანოვი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, სერგეი მირონოვი და მიხაილ პროხოროვი.

არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე ევროპის საბჭოსა და ეუთოს დამკვირვებლები. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე აკრედიტებულია 700-ამდე უცხოელი მეთვალყურე. არჩევნებს მეთვალყურეობას უწყევენ საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

ხმის მიცემა მოსკოვის დროით დილის 8 საათზე დაიწყო. არჩევნებს   წინ უძღოდა  საპროტეტსო მღელვარება, რაც საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს მოჰყვა, თუმცა, სააგენტო „ინტერფაქსის„ ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 საათის მონაცემებზე დაყრდნობით განმარტა, რომ არჩევნები სერიოზული ინციდენტების გარეშე დაიწყო და აღინიშნა მხოლოდ „უმნიშვნელო ექსცესები.“

უშუალოდ, არჩევნების  წინ ამავე უწყებამ  განაცხდა, რომ მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაციები არჩევნების შემდეგ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ არსებობს ინფორმაცია, საპროტესტო გამოსვლების აქტივისტებისგან უსაფრთხოების ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა ამოცანაც პროვოკაციული ქმედებები, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებთან ძალისმიერი დაპირისპირებაა.

მიმდინარე არჩევნებზე დარღვევბის შესახებ ადგილობრივი დამკვირვებლები და უფლებადამცველები იუწყებიან. საარჩევნო უბნებზე სამხედროების ორგანიზებული მიყვანის ფაქტების შესახებ განაცხადეს ბაიკალისპირეთის უფლებადამცველთა ცენტრში, იქვე თქვეს, რომ შეამჩნიეს ერთი და იმავე პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტებიც. არჩევნების დარღვევებით მიმდინარეობა აღნიშნეს მოსკოვის შემოგარენშიც - იუწყება ამომრჩელეთა უფლებების დაცვის ასოციაცია „გოლოს.“ ორლოვსკის ოლქში დარღვევების შესახებ განაცხადეს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა.

მოსკოვში,  საარჩევნო ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ გამართულად მუშაობს ვებ-კამერების სისტემა. გუშინ, მოსკოვშიმ საინფორმაციო ცენტრში გაიხსნა სპეციალური ტაბლო, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებიდან ვიდეოტრანლაციისთვის.

 

კომენტარები