ქართველები უცხოეთში

ეთერ ლამორის-ჭყონიას შვედეთის სამეფო ოჯახი დააჯილდოებს

მარტს, ეთერ ლამორის-ჭყონიას, შვედეთის სამეფო ოჯახი, უმაღლეს ჯილდოს- „ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი“- გადასცემს. ცერემონია სტოკჰოლმში, სამეფო სასახლის სატახტო დარბაზში გაიმართება.

ჯილდო საოპერო მომღერალს იმ ღვაწლის აღსანიშნავად გადაეცემა, რომელიც მან საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეიტანა.

„ეთერ ლამორისს - ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი“ ოქროს ჯილდოზეა ამოტვიფრული, რომელსაც შემსრულებელს პრინცესა ქრისტინა დიპლომთან ერთად თავად გადასცემს.

ცერემონიის შემდეგ სატახტო დარბაზში კონცერტი, ხოლო მოგვიანებით საზეიმო ვახშამი და მეჯლისი გაიმართება.

 

კომენტარები